თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პოლიტიკა იქნება ეს თუ ყოველდღიური ცხოვრება მისთვის საწყისი ყოველვის არის ზნეობა და მორალი.
“მარადიული ღირებულებები რომელიც კაცის მხრიდან ქალის პატივისცემას გულისხმობს ჩემთვის ბევრად უფრო ძვირფასია ვიდრე გენდერული ბალანსი თუ ის ფსევდო თანასწორობის დაზეპირებული “ღირებულებები” რომელიც ენჯეოების წიაღში საგრანტო პროგრამებით ისწავლება. ( სხვათაშორის ვაღიარებ მხოლოდ შესაძლებლობების თანასწორობას და არა ადამიანის ბუნების წინააღმდეგ მიმართულ ხელოვნურ, გენდერული გათანაბრების ფსევდოლიბერალურ პრინციპებს, თანაც ეს ტრენდი უკვე გუშინდელი დღეა მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც ჩვენ თვალწინ სრულიად განსხვავებული, ახალი სამყარო იქმნება)
პოლიტიკა იქნება ეს თუ ყოველდღიური ცხოვრება ჩემთვის საწყისი ყოველვის არის ზნეობა და მორალი.
ის რომ მე ელენე ხოშტარიას, როგორც ქალს ბოდიში მოვუხადე, მიუხედავად იმისა რომ ის არ ყოფილა ჩემი სიტყვების ადრესატი, გამომდინარეობს სწორედ ქალის პატივისცემის ცოცხალი და მარადიული პრინციპისგან და არა თანასწორობისა თუ გენდერული ბალანსის დაცვის ყალბი და უსულო სტანდარტებისგან!
ეს იყო ისეთივე ბუნებრივი რეაქცია როგორიც მე ადეიშვილის ხელისბიჭის, ერთი პროვოკატორი და
ხელმოცარული პოლიტიკოსის ქმედებებზე მქონდა.
P.S. ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველის მიერ ჩემი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაში აქცენტი იმაზე კი არ არის გაკეთებული, რომ ზოგადად ამგვარი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია მიუღებელი, რაც მიუხედავად კონტექსტის გაუთვალისწინებლობისა ჩემთვის გასაგები იქნებოდა, არამედ გაკეთებულია იმაზე, რომ ამ გამონათქვამში ზოგადად ქალის კონკრეტული მდგომარეობაა თურმე დისკრიმინაციულად მოხსენიებული….. პრიორიტეტების ძალიან საინტერესო დალაგებაა….”, – წერს შაქარაშვილი.
შეგასხენებთ, რომ სასტუმრო “ბილტმორში” თბილისის გენგეგმის განხოლვაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც შაქარაშვილმა ოპონენტებს უთხრა, რომ ბოზი ქალებივით ყვიროდნენ.