ჩოხატაურის რაიონ სოფელ ზოტში ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები, ჯამშ 310 კვ.მ დაიწვა.
როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად, სახლების გარდა 14 სული ცხოველი და ორი ავტომანქანა დაიწვა.
გარდა ამისა, ორი ადამიანი ინტოქსიკაციით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.