ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა რამაზი: “გაჩეჩილაძეებმა და ხაზარაძეებმა ცოდვა უნდა გამოასწორონ და პრეზერვატივები, რომელზეც წმინდანებია გამოსახული დაწვან”

მამა რამაზ ჯანგავაძე მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარზე პრეზერვატივის ახალი ქართული ბრენდი “აიისა” რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებს შეურაცხყოფს, რადგან მასზე ქართველი წმინდანები არიან გამოსახულები.

მამა რამაზი ამბობს, რომ ამ ყველაფერში ორ გვარს აქვს წვლილი შეტანილი და შესაბამისად ცოდვაც მათ კისერზეა. ეს გვარებია გაჩეჩილაძე და ხაზარაძე.

“ეს არის უმძიმესი ცოდვა. როდესაც ადამიანი ეკლესიას შეეხო, იცით, რომ განადგურდა მისი ოჯახი. როგორც გადავხედე ამის შემქმნელებზე ინფორმაციებს “ასავალ-დასავალში” და ამ ცოდვაში დგას ორი გვარი – გაჩეჩილაძეები და ხაზარაძეები. გვარი, რომელმაც ეს ჩაიდინა, უნდა გამოასწოროს ეს, რადგან ცოდვა გვარზე არ გადავიდეს. წმინდანის განრისხებას დიდი სინანული სჭირდება. მათ უნდა დაწვან ეს პროდუქცია”, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

პრეზერვატივის ქართული ბრენდი „აიისა“ ანანია გაჩეჩილაძემ დააფუძნა და მას ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აფინანსებს.

იტვირთბა....