გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 31 მარტამდე წვიმა და მაღალმთიან რაიონში თოვლია მოსალოდნელი.
“29 მარტიდან 31 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა,მაღალმთაში ზოგან თოვლი,შესაძლებელია ძლიერი.
29 მარტს დღის მეორე ნახევრიდან სანაპირო რაიონებში, ხოლო ღამის საათებიდან ქვეყნის სხვა რეგიონებშიც დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა 1 აპრილამდე შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.