ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამართალდამცავებმა 13 წლის ბავშვზე შესაზლო ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცავებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალად 13 წლის მოზარდზე ძალადობა ედება. ინფორმაციას “ქრონიკა” ავრცელებს.

მეზობლების თქმით, დაკავებულმა მოზარდს სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

როგორც შსს-მ “მეტრონომს” განუცხადა, გამოძიება 126-ე მუხლის 2-ე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაწყებულია, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

შსს-ში განაცხადეს, რომ ამ საქმეზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.

 

იტვირთბა....