იტალიური SkySports-ის ვებგვერდი ვაკო ყაზაიშვილის მიერ ესტონეთის წინააღმდეგ გატანილ გოლს გამოეხმაურა და ყაზაიშვილი „ქართველ მესიდ“ მოიხსენია.
„მესი ესპანეთის წინააღმდეგ მაყურებლის რანგში იყო? არ არის პრობლემა. ქართველმა ფეხბურთელმა თბილისში ესტონეთის წინააღმდეგ ბურთი ფეხზე მიიკრო და საოცარი გოლი გაიტანა. ვაკო ყაზაიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშობს. ეს ხუმრობა არაა – მისი გოლის ნახვისას ყველას ლეო მესი გაახსენდა. მან ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, სწრაფად წაიწია წინ, ერთი მცველი შესანიშნავი მოძრაობით ჩამოიცილა და საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა“, – წერს SkySports-ი.
შეგახსენებთ, რომ გუშიინ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ესტონეთი 2:0 დაამარცხა, სადაც ვაკო ყაზაიშვილმა მეორე გოლი გაიტანა.