გარდაბანში ავარიის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.