“FORBES”-ის ქართული გამოცემის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება შეუმცირდათ. გასულ წელს საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც 2016 წელს 3.4-ჯერ ჩამორჩება. შედარებისთვის, 2016 წელს მისოების წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარს შეადგენდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება გასულ წელს, ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. შედარებისთვის, 2015 წელს სექტორის წმინდა მოგება 124.2 მლნ ლარი იყო, 2014-ში 79,8 მლნ, 2013 წელს 61.9 მლნ, ხოლო 2012 – 49.3 მლნ ლარი.
2017 წლის ბოლოს საქართველოში 75 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.