“1TV”-ის ინფორმაციით, ქედაში, სოფელ ხარაულაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, თუმცა ხის სახლი მთლიანად დაიწვა და ოთხსულიანი ხარაძეების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: “1TV”