კემეროვოს ზავოდსკის რაიონულმა სასამართლომ სავაჭრო ცენტრ „Зимняя вишня“-ს მოიჯარე ნადეჟდა სუდენოკს, რომელსაც ბრალი საფრთხის შემცველი მომსახურების გაწევაში ედება, პატიმრობა მიუსაჯა.
სავაჭრო ცენტრ „Зимняя вишня“-ში ხანძაროს შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა.
აღნიშნულ საქმეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამ დროისთვის ხუთი პირია დაკავებული.