კემეროვოს დამწვარ სავაჭრო ცენტრში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ხელისუფლებამ მსხვერპლის შესახებ საბოლოო მონაცემები გამოაქვეყნა. ტრაგედიას, ოფიციალური ინფორმაციით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, 76 კი დაშავდა.
ტრაგედია კემეროვოს სავაჭრო ცენტრში 25 მარტს მოხდა.
ხანძრის მთავარ გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა გახდა. მომხდარის გამო დაკავებულ ხუთივე პირს გამოძიებამ ბრალი წაუყენა.