საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თვამჯდომარის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი და პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას ,,უღირსობას და ფსკერს“ უწოდებს. მისი თქმით, პაპუნა უგრეხელიძესთან მეგობრობდა და ამიტომ აქამდე მასზე კომენტარისგან თავს იკავებდა. თუმცა მას შემდეგ რაც უგრეხელიძემ მისი სახელი თავადვე ახსენა ბეჟაშვილმა სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„ჟურნალისტი დამიკავშირდა და პაპუნა უგრეხელიძეზე კომენტარი მთხოვა. უარის სათქმელად მოვემზადე, რადგან მასთან მრავალწლიანი (სტუდენტობიდან) კარგი მეგობრობა მაკავშირებდა და მის სახელთან დაკავშირებული სკანდალური ინფორმაცია სასიამოვნო მოსასმენი არ იყო ჩემთვის. მთავარი მოულოდნელობა თურმე წინ მელოდა. პაპუნას თავის განცხადებაში მე ვუხსენებივარ….
პაპუნამ სექსუალურ შევიწროვებაში მისი დადანაშაულება პოლიტიკური ანგარიშსწორებად შეაფასა და ირიბად თუ პირდაპირ ჩემ სახელთან დააკავშირა.
თვალწინ დამიდგა სტუდენტობა, ერთად გატარებული წლები… რად უნდა გიღირდეს ქალზე შურისძიება, რომ ყველაფერს ამას ხაზი გადაუსვა უღირსი სპეკულაციით?!
მხოლოდ ფაქტები:
1. დაზარალებულის სახელი დღეს, მისი პოსტიდან შევიტყვე. (ამ ინფორმაციის გაჟღერიბით, პაპუნამ უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა)
2. დაზარალებული ჩემი ყ ო ფ ი ლ ი მეუღლის ნათესავია. არც მასთან და არც სხვა ნათესავებთან 10 წელზე მეტია ურთიერთობა არ მაქვს სამწუხაროდ. არც მათ კარიერულ წინსვლაში არ მიმიძღვის წილი, მათ ჩემს პოლიტიკაში მოსვლამდე ბევრად ადრე დაიწყეს მუშაობა და თავაინთი პროფესიონალიზმით აღწევდნენ წარმატებას.
3. დაზარალებული ქალბატონი ღირსებით სავსე, წესიერი ადამიანია. ვუცხადებ სრულ ნდობას და მხარდაჭერას.
უღირსობა და ფსკერი! – აი ეს კომენტარი შეიძლება გქონდეს ადამიანში იმედგაცრუების მერე“ – წერს ლევან ბეჟაშვილი.
ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა. უგრეხელიძემ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გადადგომის შესახებ გაანცხადება გააკეთა, რაც წულუკიანმა დააკმაყოფილა.