სახხალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებზე აპარატში მიმდინარე საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
“ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატში განხორციელდა რამდენიმე მომართვა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებთან დაკავშირებით. ვინაიდან კითხვები და ეჭვები გაჩნდა, მსურს განვმარტო რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებს.
გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდო მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველთან იგეგმება სხვა შემთხვევების განსახილველად წარმოდგენა“, – წერს ნინო ლომჯარია.