ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგრეხელიძე მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე: “ბინძური და ჭუჭყიანი კამპანიის სახე მიიღო ამ ყველაფერმა”

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე თანამშრომლებს ოფიციალურად დაემშვიდობა. თანამშრომლებთან სიტყვით გამოსვლისას  უგრეხელიძემ ყურადღება მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ საჯარო მოხელე შეზღუდულია ხმამაღლა საუბარში და რომ ის საჯარო სამსახურის მიღმა უფრო შეძლებს სიმართლის დამტკიცებას. უგრეხელიძის  განცხადებით, მის ირგვლივ ბინძური კამპანიაა აგორებული და არსებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

„სწორედ იმისთვის, რომ მე ჩემი სიმართლე დავამტკიცო და ეს სწორად გავაკეთო, მე მჭირდება ვიყო თავისუფალი. ასევე მე მყავს ოჯახი, მე მყავს 18 წლის გოგო, რომელსაც უნდა გავუფრთხილდე, მის ფსიქიკას და მასთან ერთად უნდა ვანახო ყველას, რამდენად მართალი ვარ მე,“-მიმართა უგრეხელიძემ თანამშრომლებს.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა. უგრეხელიძემ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, გადადგომის შესახებ გაანცხადება გააკეთა, რაც წულუკიანმა დააკმაყოფილა.

იტვირთბა....