ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28-29 მარტს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 29 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 28 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში საქართველოს დაბლობსა და ბარში +19, +24, მთაში +15, +20, მაღალმთაში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი. 29 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 4 – 6 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში 28 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება. 29 მარტს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიკლებს.

იტვირთბა....