ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუგეშაშვილი: საქმის მასალების გაცნობისას რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა

მხედრიონის ყოფილმა ლიდერმა, დოდო გუგეშაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა, რომ საქმის მალასების გაცნობისას რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რის გამოც შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა და მისი საქმის კურსში ჩაყენება სურს.

„გამოძიება, შეიძლება ითქვას, სრულად მობილიზებულია, ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს. როდესაც საქმეს ვეცნობოდით, ჩემთვის და ჩემი ადვოკატისთვის რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. ვერ ვიტყოდი, რომ ხელჩასაჭიდი, მაგრამ არის ჩვენთვის საინტერესო გარკვეული დეტალები. ამასთან დაკავშირებით მინდა შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავაყენო საქმის კურსში. არა იმიტომ, რომ გამოძიებას არ ვენდობი. მე ამ დღეებში უკვე მივმართავ ოფიციალურად განცხადებით. მე ვფიქრობ, უფრო მალე და უფრო სწრაფად წავა გამოძიება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ გამოძიებას არ ვენდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დროს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მეჩვენება, რომ უკვე საკმაოდ გავიდა, თუმცა, ისევ ვიმეორებ, რომ გამოძიებისთვის არაა ეს დრო საკმარისი, რომ რეალური შედეგი დაიდოს”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა.

ამ თემაზე იხილეთ ასევე დოდო გუგეშაშვილის ადვოკატის კომენტარი

იტვირთბა....