ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბორჯომის საკრებულოს წევრებმა თავმჯდომარე გადააყენეს

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს. ამ გადაწყევტილებას მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა თავად ჩაჩანიძე სხდომას არ ესწრებოდა. ასევე ეხდომაზე არ იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრწობის” “ევროპული საქართველოს” და “ლეიბორიტების” წარმომადგენლები სხდომაზე არასრული შემადენლებით იმყოფებოდნენ “ქართული ოცნების” და “პატრიოტთა ალიანსის” წევრები.

ბორჯომის საკრებულოსთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ბორჯომში დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.

ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად, არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.

იტვირთბა....