ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძემ მოადგილეს დაავალა, 15 წლის ბიჭს ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოადგილეს დაავალა, რომ 15 წლის ბიჭს დაეხმაროს, რომელიც რუსთველის გამზირზე სხვადასხვა ნივთებს ყიდის.

ცერემბლარული დამბლით დაავადებული 15 წლის ბიჭს გარევაჭრობის რეგულაციებმა შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას და ჯარიმები დაეკისროს.

„ასაკის მიუხედავად, ეს ბიჭუნა უკვე ჩართულია თავის კერძო ბიზნესში. ბოლო პერიოდში გიგი რუსთაველის გამზირზე „ფრეშ“ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი რეგულაციები გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

მინდა, დავავალო ქალბატონ სოფო ხუნწარიას, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა მოზარდს, რომელმაც მართლაც თავისით შეიქმნა პატარა ბიზნესი, მცირე შემოსავალი, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები. თუ საჭირო იქნება ფინანსური დახმარებაც, ამაზეც მზად ვარ, რომ ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს გიგის ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....