ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: მერიაში 80 ვაკანსიაზე კონკურსი გამოცხადდება

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის განვითარების სხვადსხვა ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, იგეგმება ზედამხედველობის სამსახურის საფუძვლიანი რეფორმა.

“დედაქალაქი რომ მოწესრიგებული იყოს, საჭიროა ყველანი შევთანხმდეთ წესებზე და დავიცვათ ისინი. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაფართოვეთ და გავამკაცრეთ ზედამხედველობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის გარე ვაჭრობის, სამშენებლო უსაფრთხოებისა და მშენებლობის ნორმების დაცვის მიმართულებით.

ვგეგმავთ ზედამხედველობის სამსახურის საფუძვლიან რეფორმას და რებრენდინგს, ასევე, სამსახურის მატერიალური ბაზის და ავტოპარკის განახლებას. ეს სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი და დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები.

ფუნქციების შესრულებისათვის საჭიროა შესაბამისი ადამიანური რესურსიც. ამიტომ, უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი 80 ვაკანსიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ და ვთავაზობთ ყველა პროფესიონალს, მონაწილეობა მიიღოს ღია კონკურსში და შემოგვიერთდეს, იმისათვის, რომ ეს სამსახური თბილისს მოემსახუროს მაღალ დონეზე და შედეგად მივიღოთ არა ჯარიმების გაზრდილი სტატისტიკა, არამედ სტანდარტების დაცვის მაღალი მაჩვენებელი”,- განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....