კემეროვოში მომხდარი უბედურების შედეგად დაღუპულთა ახლობლების საინიციატივო ჯგუფი ქალაქის მორგში შეიჭრა, თუმცა, როგორც ისინი ყვებიან, ბავშვების ცხედრები ვერ აღმოაჩინეს.
მათი თქმით, მათ ადგილზე მხოლოდ ზრდასრულთა გვამები დახვდათ, დაღუპული ბავშვების ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას კი მათ არავინ აწვდით.
https://twitter.com/MBKhMedia/status/978496572353859584/video/1
“მორგში მხოლოდ ზრდასრულების ცხედრებია. ვერც ერთ ბავშვს ვერ მივაკვლიეთ. არ გვეუბნებიან, სად არიან ისინი. შოკში ვართ”, – განაცხადეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.
შეგახსენებთ, 25 მარტს, რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 70-მდე ადამიანი დაიღუპა. სამწუხაროდ, მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც.