ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება

დედაქალაქის მერის განცხადებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება. განცხადება ამის შესახებ კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

„საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტულიიყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური ღირებულება და ტურისტული პოტენციალი; ასევე,დაცული იყოს ინვესტორის ინტერესი.

ლისის ტბის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე დგას, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე, არის მიმზიდველი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ერთერთი გადაუდებელი ამოცანა არის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....