გუშინ საფეხბურთო ამხანაგური მატჩები გაიმართა. მათგან რამოდენიმე გამორჩეულად საინტერესო იყო. მესის გარეშე მოთამაშე არგენტინის ნაკრები ესპანეთთან განადგურდა ანგარიშით 6:1.
არგენტინელებისგან ერთადერთი გოლი ოტამენდიმ გაიტანა, ხოლო ესპანელებისგან ისკომ ჰეთ-რიკი შეასრულა, თითო გოლი კი იაგო ასპასმა, ტიაგო ალკანტარამ და დიეგო კოშტამ გაიტანეს.
არგენტინის ნაკრების მწვრთნელს ხორხე სამპაოლის დაფიქრება მოუწევს იკარდისა და დიბალას თაობაზე. შეგახსენებთ, რომ სამპაოლიმ განაცხადა, რომ მაურო იკარდისა და პაულო დიბალას მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გაუჭირდება.