ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსში რუსეთის მისიის 7 წევრს აკრედიტაცია ჩამოერთვა. იან სტოლტენბერგის განცხადებით ნატოს წევრმა 25 ქვეყანამ რუსი დიპლომატები გააძევა.
„ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, რომ თავისი ქმედებებისთვის ფასი უნდა გადაიხადოს და რომ ყველაფერს თავისი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
აღსანიშნავია, რომ სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდი ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად აშშ, კანადა, ავსტრალია და ევროპული ქვეყნები 135 რუს დიპლომატს გააძევებენ.