საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ეკა მესხიძე აცხადებს, რომ მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა. მესხიძემ დღეს უგრეხელიძის იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომელზეც რეესტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა საკუთარ განცხადებაში ისაუბრა:
“იმ ბრძოლამ შედეგი გამოიღო, მან დატოვა დაკავებული თანამდებობა. ასეთ აბსურდულ და ბინძურ ბრალდებებს ნამდვილად არ ველოდებოდი. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც ის შურისძიებას ჩემს მეუღლესთან დაკავშირებულ სასამართლო დავას უკავშირებს, რა თქმა უნდა ესზეც აბსურდია და ამას სასამართლო გადაწყვეტს, მას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ბრალდებებთან და პრობლემებთან ,რაზეც მე ვსაუბრობ.
ფამილარული მიმართვები, ტერმინები, რასაც ის ჩვეულებრივ შეიძლება ამას სპეციალურადაც აკეთებს, ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ეს მისი ჩვეული ნორმაა, ვიღაცეებისთვის შეიძლება ეს მისაღებია, მაგრამ ჩემთვის არც მაშინ იყო მისაღები და არც ახლა. ბევრმა თანამშრომელმა დატოვა თანამდებობა არა მარტო ქალმა, ასევე კაცმა იმ მიზეზით, რომ მასთან ვეღარ გაუძლო ამ ურთიერთობას”,-აცხადებს მესხიძე
ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს პაპუნა უგრხელიძეს სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა. უგრეხელიძე ახლა სამუშაო ვიზიტით აშშ-შია. მისი სავარაუდო მსხვერლი უკვე პრესასთან ღიად ლაპარაკობს.
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა