კემეროვოში საპროტესტო აქცია გრძელდება.
მომიტინგეები სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულთა ზუსტი მონაცემების გასაჯაროებას მოითხოვენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობა, რომ ხანძრის შედეგად 300-დან 400-მდე ადამიანი დაიღუპა.
მომიტინგეებთან, კუზბასის ვიცე-გუბერნატორი გავიდა და დაზარალებულთა ოჯახებს პატიება სთხოვა.
ოფიციალური მონაცემით კი ეს რიცხვი 64-ია. მათ შორის 41 ბავშვია. მშობლების მიერ შექმნილ შტაბში ასევე მოიპოვეს ინფორმაცია 85 დაკარგულის შესახებ და სია პროკურატურას გადასცეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. დღეს კემეროვოში ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა. რუსეთის პრეზიდენტმა დამწვარი სავაჭრო ცენტრი მოინახულა და 28 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.