თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა “კურიერთან” საუბრისას თბილისის გენგეგმის განხილვისას მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
„მინდა, ელენე ხოშტარიას, მოვუბოდიშო და ვუთხრა და დავუდასტურო, რომ მისი მისამართით შეურაცხყოფა ნამდვილად არ ყოფილა.
რაც შეეხება იმ ადეკვატურ რეაქციას, რომელიც მქონდა იმ უნიჭო პოლიტიკური წარმოდგენის მიმართ, რაც გამართა ბატონმა ვაშაძემ, რომელმაც ნამდვილად ქუჩური მეთოდებით, თითქოს, ჩვენ ვყოფილიყავით სადმე ბნელ კუთხეში ქუჩის, ერთი სიტყვაც არ უხსენებია მას გენერალურ გეგმაზე,“ – განაცხადა შაქარიშვილმა”, – განაცხადა შაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ბილტმორში თბილისის გენგეგმის განხილვის დროს ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.