მაღალსართულიანი კორპუსის მეორე სართულიდან ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, 1 წლის და ორი თვის ბავშვი გადმოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფოს ბავშვი უკვე საავადმყოფოში გადაყვანილი დახვდა. ბავშვთა საავადმყოფოს ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამ დროისთვის მას გამოკვლევები უტარდება.
“მეტრონომთან” საუბრისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.