ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელენე ხოშტარია: “შაქარაშვილმა “ლამაზი ბ..ზი” მიწოდა”

საპარლამენტო ფრაქციის “ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა, რადგან გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

“დღეს მიმიწვიეს მერიიდან ბილტმორში გენგეგმის განხილვაზე. მივედი გულუბრყვილო ინტერესით, რომ მოვისმენდი ბოლო ბოლო ქალაქის გეგმა რა არის. შეხვედრა, რომელსაც ასამდე ადამიანი ესწრებოდა მერიამ მოაწყო გენგეგმის ჯგუფის საჯარო სასამართლო, თან სრულიად დაუსაბუთებელი.

ამდენი ადამიანი ვისხედით და ვუსმენდით თავისივე დაქირავებულ ჯგუფთან, რომელსაც ჩვენ ვუხდით ფულს გარჩევებს. როდესაც მოვითხოვე სიტყვა და დავიწყე მერიის კრიტიკა ქალაქის მერმა გამაწყვეტინა სიტყვა, ორ ხმაში ლაპარაკობდა ჩემთან ერთად, უბრალოდ ძალაზე იყონდა არ გაჩერდა. მერე დაიძაბა ვითარება და საკრებულოს წევრმა შაქარაშვილმა მომაყენა შეურაცხყოფა- ლამაზი ბოზი, მგონი ასე ჟღერდა. მე ვეცადე ფიზიკური ჩხუბი არ მომხდარიყო და ვაშველებდი კაცებს. მერე ისევ ავიღე სიტყვა და ისევ შემაწყვეტინეს და ცხადია პროტესტის ნიშნად დავტოვე შეხვედრა.ეს არის ქალაქის მმართველობის დამოდკიდებულება ქალაქის მიმართ და კრიტიკის მიმართ. სამწუხროა”, – წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის გენგემის განხილვის დროს უმრავლესობის წევრ ვატო შაქარაშვილსა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....