მსოფლიო დაპირისპირების ახალ ფაზაში შევიდა. ფაქტობრივად, ცივი ომის კონტურები გამოიკვეთა და ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები. ტოტალური დაპირისპირებაა და არც ერთ მხარეს არ უნდა დათმობა. ეს ყოველივე ძალიან სახიფათოა, მათ შორის ჩვენთვისაც, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებას.
“ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო დაპირისპირების ახალ ფაზაში შევიდა. ფაქტობრივად, ცივი ომის კონტურები გამოიკვეთა და ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები. ტოტალური დაპირისპირებაა და არც ერთ მხარეს არ უნდა დათმობა. ეს ყოველივე ძალიან სახიფათოა, მათ შორის ჩვენთვისაც.
რუსეთს დასავლეთთან იმავე მეთოდებით გრძელვადიანი დაპირისპირება არ შეუძლია. რუსეთის რესურსები დასავლეთთან შედარებით ბევრად მცირეა. შესაბამისად, გრძელვადიან ბრძოლაში სისხლისგან დაიცლება. სამაგიეროდ, რუსეთს ასიმეტრიული პასუხები აქვს და ის მეტოქეს სხვა ფრონტზე პასუხობს. ასიმერტიული პასუხების ჩამონათვალში სამწუხაროდ საქართველოც შედის. რუსეთმა წარმატების ილუზია რომ შექმნას, დასავლეთს მოულოდნელ ადგილზე უნდა დაარტყას. ერთ-ერთი მიმართულება სწორედ საქართველოცაა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. ქვეყნებს დიპლომატიურ უწყებაში მომუშავე დაზვერვის 130 ოფიცერი დატოვებს.
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ, დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ ასევე ავსტრალიამ და ისლანდიამ განაცხადეს.