ახალი ამბები მთავარი

კემეროვის ქუჩებში სპეცრაზმია მობილიზებული

გუბერნატორისა და მერის გადადგომას კემეროვოში მოითხოვენ. ასობით ადამიანი შეიკრიბა ადმინისტრაციულ შენობასთან და სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შესახებ სიმართლის გასაჯაროება მოითხოვა.

დემონსტრანტები კემეროვის მერსა და გუბერნატორს მკვლელებად მოიხსენიებდნენ.

არეულობის თავიდან ასაცილებლად კემეროვის  ცენტრში სპეცრაზმის ქვედანაყოფები განალაგეს.

საბოლოო  მონაცემით, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათგან 41 ბავშვია.

გამოძიება ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვას ასახელებს. ასევე ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრში არც ავარიული გასასვლელები და არც სახანძრო სიგნალიზაცია არ ფუნქციონირებდა.

დამწვარი სავაჭრო ცენტრი დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და განაცხადა, რომ ტრაგედია დანაშაულებრივმა გულგრილობამ გამოიწვია.

იტვირთბა....