ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლევან ხაბეიშვილი: “კალაძე მილანში თმებს ბიუჯეტის ხარჯზე იჭრის”

თუ ადრე მოსკოვში ვიღაც ბორშის საჭმელად დაფრინავდა, კალაძე მილანში თმების გასაკრეჭად დაფრინავს, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და თბილისის მერს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ლუქსემბურგსა და ვარშავაში მითითებულია კონკრეტული შეხვედრები თუ ვის შეხვდა, ხოლო მილანში წერია, რომ პოტენციურ ინვესტორს შეხვდა. ვერც ჩამოსვლის შემდეგ დაადასტურა და ვერ მიუთითა ის ინვესტორი, ვისაც შეხვდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამი ადამიანი იყო საჭირო საქმიან შეხვედრაზე დასწრებოდა 20 თებერვალს, ხოლო 28 თებერვლის ბრძანებით ვკითხულობთ, რომ მილანში მხოლოდ კახი კალაძე იყო. ის, რომ მილანში მხოლოდ კალაძე იყო, ის, რომ საქმიანი შეხვედრა არ ჰქონია, ის რომ თმები შეიჭრა კალაძემ მილანში, ეს სხვადასხვა გარემოებით დასტურდება, თუ საბუთებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადრე მოსკოვში ვიღაც ბორშის საჭმელად დაფრინავდა, კალაძე მილანში თმების გასაკრეჭად დაფრინავს, მათ შორის ბიუჯეტის ხარჯზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი მოუწოდებს აუდიტის სახელმწიფო სამსახურს შეისწავლოს, რა ხარჯებით იყო კახა კალაძე მილანში.

იტვირთბა....