აღმოსავლეთ ციმბირში, კემეროვში მომხდარი ტრაგედიის დროს სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა მასწავლებელი ტატიანა დარსალია. როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, ტატიანა მოსწავლეების საყვარელი მასწავლებელი იყო. მან საკუთარი 14 წლის ქალიშვილის გადარჩენა შეძლო, რომელთან ერთადაც ცენტრში საყიდლებზე იყო წასული. ქალიშვილის შენობიდან გაყვანის შემდეგ კი გაიგონა ბავშვების ხმები, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ და უკან მიბრუნდა. სამწუხაროდ, ტატიანა დარსალიამ ბავშვები ვერ გადაარჩინა და თვითონაც დაიღუპა.
უკანასკნელი მონაცემებით, სავაჭრო ცენტრის თანამშრომელმა, სადაც ხანძარი მოხდა, სახანძრო სიგნალიზაცია გამორთო. დაკავებულია ხუთი ეჭვმიტანილი, მათ შორის სავაჭრო ცენტრის მფლობელი. დაკითხულია 70-ზე მეტი თვითმხილველი.
ოფიციალური ინფორმაციით ხანძარს 67 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით დაშავდა. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ხანძრის განზრახ გაჩენაზე.
topambebi.com