“ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ოპოზიცია კიდევ ერთი აუქციონისთვის ემზადება – დმანისის გადარჩენის ფონდში შემავალი პოლიტიკური პარტიები ამჯერად ფინანსთა სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხის შესყიდვას შეეცდებიან. ხე, რომლის საწყისი ფასი 7 ათასი ლარია, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს.
„მთელი ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო დაკავებულია იმით, რომ ხეები გამოაქვს ბიძინა ივანიშვილისთვის აუქციონზე. დღეს შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ 7 ათას ლარად აპირებს მწვანე კონცხზე პრაქტიკულად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან სახელმწიფოს კუთვნილი ხის შესყიდვას. აქ არ არის ხეში საქმე, აქ მიდგომაშია, ყველგან, სადაც ცხვირს შეყოფს ბიძინა ივანიშვილი, იქ, სადაც ყველგან შეყოფს ფეხს, ყველგან, სადაც ხელს შეყოფს, მოტყდება ხელიც, ფეხიც და ცხვირიც”, – აცხადებს “კურიერთან” საუბრისას ნიკა მელია.
ოპოზიციის წევრების თქმით, არ აპირებენ, რომ მარტივად დაუთმონ ყოფილ პრემიერს ევკალიპტის ჯიშის ხე, რომელზეც აუქციონია გამოცხადებული.