ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე“: ციხელაშვილმა მისი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული ბავში მოინახულა

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში 11 წლის მოზარდის მოსანახულებლად, რომელსაც სამთავრობო ავტომობილი დაეჯახა, ქეთევან ციხელაშვილი მივიდა. ციხელაშვილის განცხადებით, გუშინ წყნეთის გზატკეცილზე, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  11 წლის მოზარდი დაშავდა მისი მძღოლი მართავდა. მინისტრი ამბობს, რომ თავადაც  ავტომობილში იმყოფებოდა. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა:

„საბედნიეროდ, ბავშვი ნორმალურადაა. ვესაუბრე მკურნალ ექიმს, მშობლებს და თავად ბავშვს. ის გადაადგილდება თავისუფლად, ახლა ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლითაც არ აღენიშნება რამე სერიოზული დაზიანება. არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ინციდენტს რაც შეეხება, არის გამოძიება და ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ წყნეთის გზატკეცილზე  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახლემწიფო მინისტრის აპარატის კუთვნილი ავტომობილი 11 წლის მოზარდს დაეჯახა. დაშავებული ბავშვი ინგოროყვას კლიინიკაში გგადაიყვანესს. მან შეჯახების შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

იტვირთბა....