ახალი ამბები მთავარი სამართალი

რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ქეთევან ციხელაშვილის უწყების მანქანა დაეჯახა

შსს-ში “მეტრონომს” წყნეთის გზატკეცილზე მოზარდისთვის მანქანის შეჯახების ფაქტი დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

რამდენიმე საათის წინ წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სამინისტოს კუთვნილი მანქანა, 11 წლის სკოლის მოსწავლეს შეეჯახა.  მოზარდს დაზიანებები აქვს მიღებული და ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც მოზარდს დაეჯახა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახლემწიფო მინისტრის აპარატს ეკუთვნის. ამის შესახებ წერს ასევე EPN-იც და აღნიშნავს, რომ მანქანაში შეჯახებისას თავად ქეთევან ციხელაშვილიც იმყოფებოდა.

“მეტრონომს” ინგოროყვას კლინიკაში, სადაც მოზარდია მოთავსებული, უთხრეს, რომ ბავშვის მშობელი წინააღმდეგია ინფორმაციის გასაჯაროების.

“მეტრონომი” შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....