რამდენიმე საათის წინ წყნეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სამინისტოს კუთვნილი მანქანა, 11 წლის სკოლის მოსწავლეს შეეჯახა. მოზარდს დაზიანებები აქვს მიღებული და ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
“კურიერის” ინფორმაციით, ავტომობილი, რომელიც მოზარდს დაეჯახა სამთავრობო მანქანაა და სავარაუდოდ, ერთ-ერთი მინისტრი გადაადგილდებოდა. “მეტრონომი” ინფორმაციის გადამოწმებას როგორც კლინიკაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.