თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი 48 დღეზე მეტია, საგამოძიებო ორგანოებისგან უშედეგოდ ელოდება მთავარ კითხვაზე პასუხს: ვინ, რატომ და რა მოტივით დაესხა თავს უცნობი პირი მის ოჯახს, მძიმედ დაჭრა თავად პოლკოვნიკი და მოკლა მისი 33 წლის ვაჟი, ნოდარ გუგეშაშვილი.
“ორი კვირის წინ შევხვდი გამომძიებლებს, თუმცა სიახლე არაფერია. მე რა საქმის მასალები მანახეს, იქ ხელმოსაჭიდი არაფერია. ვიცი, რომ ძალიან ინტენსიურად მუშაობენ, თუმცა რაიმე გამოკვეთილი მათაც არაფერი უთქვამთ. ძალიან დიდი შიში მაქვს… ამ შეხვედრიდან მალევე, ბიზნესმენი ჩაცხრილა დაქირავებულმა მკვლელმა”- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ დოდო გუგეშაშვილმა.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ ნოდარი „პროფესიონალმა ქილერმა“ მოკლა.
ყველაფერი ტრაგედიამდე 10 თვით ადრე დაიწყო, როცა მკვლელი გუგეშაშვილთან კონტაქტზე გავიდა, გაეცნო როგორც „ზურა“ და უკრაინაში შეძენილი ქარვის ნაკეთობების თურქეთში ტრანსპორტირებაში დახმარება სთხოვა.
თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი იხსენებს, რომ პირველივე შეხვედრის შემდეგ, მკვლელმა რომელიც მას როგორც ვეტერანი ისე გაეცნო, დოდო გუგეშაშვილთან საერთო ნაცნობების დასახელებით ნდობა მოიპოვა.
დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ დაკვეთა დედა-შვილის ერთდროული მკვლელობა იყო. გამოცდილ მებრძოლს ამის თქმის საფუძველს ბევრი გარემოება აძლევს, მისი თქმით, მკვლელი მის სახლში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის მაშინაც, როცა ნოდარი სახლში სრულიად მარტო იყო , ასევე გუგეშაშვილიც პირისპირ ხშირად რჩებოდა „საქმიან პარტნიორთან“.
„ჩემი შვილი მას პირისპირ ორჯერ ყავდა ნანახი, მე სამჯერ მომიყვანა ავტომობილით სახლში. მკვლელმა კარგად იცოდა, რომ გვიან ღამით მივდიოდი სახლში და დიდხანს მიწევდა იგივე ლიფტთან მარტო ლოდინი, ეს ხდებიდა გვიან ღამით, მაგრამ როგორც ჩანს დაკვეთა იყო დედა-შვილი ერთად, ერთ დღეს მოვეკელით“ – აღნიშნა გუგეშაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმის დღეს დოდო გუშაშვილი სახლში შვილთან ერთად იყო. გუგეშაშვილის მონაყოლის მიხედვით, “ზურა” სამზარეულოში ესაუბრებოდა, ნოდარ გუგეშაშვილს კი ამ დროს საძინებელში ეძინა.
გუგეშაშვილი „ნუპოსტთან“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის საკუთარი კავშირებით ცდილობს მკვლელზე გასვლას.
„როგორც იცით, გარკვეულ პროგრამაში ვარ და სრულად ვერ ვარ ჩართული რაღაცეებში, იგივე გარეთ ინფორმაციების მოძიებაში. ვცდილობ ახალი ინფორმაციები მოვიძიო და ამის შესახებ გამოძიება საქმის კურსში ჩავაყენო“- განმარტა პოლკოვნიკის თადარიგმა.
რაც შეეხება შეკვეთილი მკვლელობის მოტივს, დოდო გუგეშაშვილი მომხდარიდან ორი თვის თავზეც აცხადებს, რომ მომხდარი არც ბიზნესს და არც მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება. გუგეშაშვილი ამბობს, რომ არ იცის რას შეეწრა მისი 33 წლის ვაჟი.
„მუდმივად ვათვალიერებ ჩემს ცხოვრებას, თუმცა არავითარი ვარაუდი არ მაქვს, რაიმე სახის ინფორმაცია რომ მქონდეს უფრო გამოადვილდებოდა. როცა მიზეზი იცი, ობიექტის მოძებნა ბევრად მარტივია. სამწუხაროდ, ორ თვის თავზეც გაურკვევლობაში ვარ“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გუგეშაშვილმა.
მისი თქმით, სისხლიან თავდასხმამდე მისი ან მისი შვილის მისამართით მუქარას ან გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია.
„ყველამ იცის, რომ სახლში კარს არ ვკეტავდი, ვინმეს მხრიდან, რაიმე სახის ინფორმაცია ან მინიშნება მოქნოდა, უფრო ფრთხილად ვიქნებოდი და კარებს მაინც ჩავკეტავდი. ჩემს სახლში უამრავი ადამიანი შემოდიოდა, ვეტერანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ, არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს და ამ ფორმით ვცდილობ ვეტერანებს შეძლებისდაგვარად დავეხმარო. უამრავი უპოვარი ადამიანი შემომიყვანია, დამიპურებია, ხურდითაც დავხმარებივარ, იმ შესაზლებლობის ფარგლებში რაც მე გამაჩნია. იცით, რომ მე საცხოვრებელი სახლიც კი არ მაქვს და ქირით ვცხოვრობდი“- თქვა მან.
დაზარალებული იხსენებს, რომ 7 თებერვალს, ზუტასთვია აღელვება არ შეუნიშნავს. დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ საუბრის დროს მოულოდნელად ელექტროენერგია გამითიშა, თვითონ კი საძინებელში ქვითრების მოსაძებნად შევიდა.
ოთახიდან გამოსვლისას მკვლელი იარაღმომარჯვებული დახვდა და ხმაამოიღებლად ესროლა. სროლის შემდეგ დაჭრილი პოლკოვნიკი “ზურას” სახლიდან გაყვანას ცდილობდა და სადარბაზოში დახმარებას ითხოვდა, თუმცა, მკვლელი მას არ გაჰყვა და საძინებელში ნოდარ გუგეშაშვილი ხელჩართული ბრძოლის შემდეგ მოკლა.
ყოფილი სამხედრო აღნიშნავს, რომ არც საგამოძიებო რგანოს მიერ და არც ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ დაკვეთილი ფოტორობოტი არ გავს მკვლელს.
„ფოტორობოტი სამწუხაროდ შედეგს ვერ იძლევა, რადგან თვითონ იყო ძალიან უცნაური გარეგნობის: შუბლი ყოველთვის დაფარული ჰქონდა, სულ ხელთათმანები ეკეთა, სათვალეებს ატარებდა. პროფესიონალი იყო, მაგრამ იარაღი იყო კუსტარული მაყუჩი, ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი იარაღი მიჯრით არ ისვრის, ამიტომაც არ გაისროლა. 11-ზე მეტი ტყვიის მასრა იქნა ამოღებული. იყო პროფესიონალი მკვლელი, რადგან მილიმეტრნახევარი იყო აცდენილი გულიდან, ჩემს შვილს კი გვერდიდან საძილე არტერია აქვს დაზიანებული“- თქვა მან.
წყარო: new posts

