ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 14-მა რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად მიიღო. ამის შესახებ ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
გერმანიის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ 4 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება სკრიპალის საქმის გამო მიიღო. ასევე ჩეხეთის საგარეო უწყების ცნობით ქვეყანას 3 რუსი დიპლომატი დატოვებს.
ცნობილი ხდება, რომ უკრაინა 13 დიპლომატის გაძევებს, ლიტვა 3 დიპლომატს, ხოლო ლატვიამ ერთი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ესტონეთი ქვეყნიდან რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს.იტალიის საგარეო უწყებამ რუსეთის 2 დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.