პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს სკრიპალის საქმის გამო გააძევებს. ასევე, აღნიშნული ნაბიჯის ფარგლებში გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუსი მზვერავიც გაძევდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.
დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა. შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს.