შუქრუთის მაღაროში დაღუპული ზაზა აბრამიშვილის ოჯახი უსაფრთხოების ნორმების დარღვევებზე ღიად საუბრობენ. გარდაცვლილის მამა აღნიშნა, რომ მისი შვილი ხშირად საუბრობდა, თუ რა რთულ პირობებში და დაბალი ანაზღაურებით მუშაობდნენ მაღაროელები.
,,ერთხელ უკვე დაშავდა ადრეც, პენსიაზე უნდა გაეშვათ,მ აგრამ გამოჯანმრთელებული ხარო და არ მისცეს პენსია. ახლა ცოცხალი ხო მეყოლებოდა. რა უნდა ექნა, ოჯახი ჰყავდა სარჩენი და წვალობდა. კი თქვა ერთხელ, გვირაბი ნორმაზე მეტ სიგრძეზე გაგვყავსო. როგორც ჩანს, არ იყო დაცული ბოლომდე უსაფრთხოება”- ამბობს ნუგზარ აბრამიშვილი.
გარდაცვლილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუნდაეთში ცხოვრობდა.
ჭიათურის მაღაროში უბედური შემთხვევა დღეს დილით 5 საათზე მოხდა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.