aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: პრეზიდენტის დასახვედრად ნებისმიერ დროს მზად ვართ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შეთავაზებას ელოდება. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო მზადაა პრეზიდენტს სურვილის შემთხევავში ნებისმიერ დროს უმასპინძლოს. კობახიძე ამბობს, რომ მოხსენების თარიღი პარლამენტს თავად მარგველაშვილმა უნდა შესთავაზოს.

„ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, ამიტომაც ინიციატივა მისი მხრიდან უნდა წამოვიდეს. ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ მხოლოდ და მხოლოდ ამ შემოთავაზებას და ჩვენ ვართ ნებისმიერ დროს მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რეგლამენტით, პრეზიდენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში უნდა წარდგეს.

იტვირთბა....