აფრიკის დასახლებაში ნაპოვნი ადამიანის კიდურების წარმომავლობას გამოძიება სწავლობს. ადგილობრივების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ცხედრის ნაწილები ძაღლებმა ახლომდებარე მუნიციპალური სასაფლაოდან მოიტანეს, სადაც უპატრონო მიცვალებულებსა და ამპუტირებულ კიდურებს ასაფლავებენ.
მომხდარს დღეს დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მოკვლევა დაწყებულია და ინფორმაცია დღეს გახდება ცნობილი.
„ახალი ამბავი არის ის, რომ მოკვლევა დაწყებული გვაქვს. დღის განმავლობაში უკვე სრულყოფილი ინფორმაცია გვექნება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ამ ყველაფერს“- განაცხადა თბილისის მერმა.
გამოძიების ფარგლებში თვითმხილველებმა ჩვენებები უკვე მისცეს. “შპს ჰერმესის”, რომელიც ცხედრების დასაფლავებაზეა პასუხისმგებელი, გამოძიების დასრულებას ელოდება.