ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაცვლიშვილი: “არსებული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია და ვერ პასუხობს ლეგიტიმურ მიზანს”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია და ვერ პასუხობს ლეგიტიმურ მიზანს, რომ შეამციროს ნარკოდამოკიდებულება. ნაცვლიშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლებოდა მაღალი იყო, თუმცა რეფორმა ჭიანურდება.

„ვხედავთ, რომ რეფორმა ჭიანურდება. პრეზიდენტმა უკვე შეცვალა შეწყალების კომისიისადმი მიმართვის პროცედურა და ის არის ბევრად მარტივი. იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ბრალად შერაცხული ნარკომოხმარება, გარდა ნარკოტრანზიტისა, გასაღებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით ჩადენილი დანაშაულებისა, ამ ადამიანებს აღარ მოუწევთ თვეობით და წლობით ლოდინი, რათა მიმართონ შეწყალების კომისიას. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომ საქმეები კომისიამ ინდივიდუალურ რეჟიმში შეისწავლოს”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.

იტვირთბა....