ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად კიდევ ერთი თვე მიეცემათ

დღეს თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ დედაქალაქის მერიაში ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბიბლიოთეკარებს ტესტირებისთვის მოსამზადებლად, დამატებით ერთი თვე მიეცემათ.

ხუნწარიას  თქმით, ტესტირების თარიღის გადაწევა ბიბლიოთეკარებმა წინა შეხვედრაზე ითხოვეს.

„ჩვენ უკვე მესამედ შევხვდით ბიბლიოთეკარებს და კიდევ ერთხელ განვუმარტეთ, თუ რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ტესტირებამდე სწორად მივიდეთ. მეორე შეხვედრაზე ბიბლიოთეკარების მხრიდან იყო თხოვნა  კიდევ ერთი თვით გადაგვედო სამზადისი, რომ თავის თავში განმტკიცებულიყვნენ და ტესტირებამდე სწორად მივსულიყავით, რაც დაკმაყოფილდა“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ  სოფიო ხუნწარიამ.

შეგახსენებთ, რომ ბიბლიოთეკარების ტესტირება 29 აპრილს იყო დაგეგმილი.

იტვირთბა....