ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: არ მგონია, სადისტრიბუციო მანქანების ღამით მოძრაობა პრობლემას წარმოადგენდეს

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, რეგულაცია, რომელიც თბილისში სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობას გულისხმობს, დედაქალაქში საცობების პრობლემას სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს. კალაძე ამბობს, რომ ქალაქში არსეებულ საცობებზე და ეკოლოგიურ პრობლემებზე ყველა საუბრობს, ამიტომ ამ კუთხით გამოსავალი ერთად უნდა მოიძებნოს.

„როცა ვიწყებთ პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული პროექტის განხორციელებას, ჩნდება კიდევ სხვა პრობლემა. მაგალითად, მიმაჩნია, რომ სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება პრობლემაა დღის განმავლობაში, ქმნიან შეფერხებებს და ა.შ. როცა კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ ადამიანს ეხება საქმე, მაშინვე იწყება საუბარი, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება. ასე ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

მისი თქმით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა რეგულაციების განხორციელება, რომელიც მერიის მიერ არის წარდგენილი.

კახა კალაძის განცხადებით, ანალოგიური განხორციელდა სამარშრუტო მიკროავტობუსებთან, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის საკითხთან მიმართებაში.

 

თბილისის მერია სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის თანახმად, ისინი დედაქალაქში მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ.

იტვირთბა....