ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვეძისში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა: მძღოლი მიმალვას ცდილობდა

თბილისში, ვეძისში ქვეითად მოსიარულეს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული 26 წლის ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

უწყებაში განმარტავენ, რომ შემთხვევის შემდეგ ავტომანქანის მძღოლმა მიმალვა სცადა, მაგრამ საპატრილო პოლიციამ დააკავა. უწყების ცნობით, მძღოლმა პატრულის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია და ადმინისტრაციული წესით, ორი მუხლით დააკავეს.

იტვირთბა....