ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მუშა დაიღუპა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
როგორც მაღაროელები ამბობენ, მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ერთ-ერთ მუშას დაეცა.
მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.
“გამოსაკვლევია ისიც, ადგილი სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, რატომ იყო გადაუმაგრებელი და რატომ მუშაობდა ბრიგადა ღია სამთო მასის ქვეშ”, – აცხადებენ მეტალურგთა, მეშაახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირებში და ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად დეტალური ინფორმაცია სამთო მაშველის მონათხრობზე დაყრდნობით, დარგობრივი პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიაწოდათ.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
fortuna.ge