ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა რუსეთში 48-მდე გაიზარდა

რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა. ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
წყაროს ინფორმაციით, კიდევ 20-მდე ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით უკვე რამდენიმე ადამიანი დააკავეს და დაკითხეს.

იტვირთბა....