გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ მოწამეთაში 23 მარტს წიწვოვანი ხეების ჭრის ფაქტი გამოავლინეს. ოფიციალური განცხადების თანახმად, ჭრას შპს „სილვა“ ახორციელებდა. მოჭრილია 50 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე.
„მოჭრილია 50 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე. შპს “სილვას” წარმომადგენლის განმარტებით, ჭრას შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ახორციელებდა. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ადგილზე შედგა საველე აქტი. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოჭრილი ხეების პარამეტრები აღწერეს და აიღეს ჯიპიეს კორდინატები.
შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის მიერ, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. კომპანიამ ჭრები მოკვლევის დასრულებამდე შეაჩერა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.