ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სახლის ჭიშკართან ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს მენეჯერის, სულხან ორჯონიას განცხადებით, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული, ჰიპოთერმიით, დაბალი ტემპერატურით და ციანოზით. მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალშობილთა განყოფილებაში მოვათავსეთ. ამჟამად ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ინტერნეგამოცემა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას სულხან ორჟონიამ.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.